გიორგი გახარია: დავინახეთ რა ესკალაციის მზარდი საფრთხე, დესტაბილიზაციის რისკი, ჩვენ ვიმოქმედეთ ისე, როგორც ვიმოქმედეთ

“პოლიცია ყოველთვის მოქმედებდა ჩვენი მოქალაქეების და პირველ რიგში, აქციის მონაწილეების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა დავინახეთ რა ესკალაციის მზარდი საფრთხე, დესტაბილიზაციის​ რისკი, ჩვენ ვიმოქმედეთ ისე, როგორც ვიმოქმედეთ”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
გიორგი გახარიამ გუშინ, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
“ჩვენ ყოველთვის ვდგავართ ჩვენი მოქალაქეების გვერდით და ჩვენ ერთად ვსწავლობთ ქვეყნის მოვლას. ჩვენი მიზანია განვითარება და უსაფრთხოება. კარავი არასოდეს ყოფილა ჩვენი თვითმიზანი, პოლიცია ყოველთვის მოქმედებდა ჩვენი მოქალაქეების და პირველ რიგში, აქციის მონაწილეების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა დავინახეთ რა ესკალაციის მზარდი საფრთხე, რისკების შესაძლებლობა და დესტაბილიზაციის​ რისკი, ჩვენ ვიმოქმედეთ ისე, როგორც ვიმოქმედეთ – მივიღეთ გადაწყვეტილებები და დღეს პარლამენტის წინ ჩვენ ვხედავთ საჭიროზე უფრო მეტ კარავს.
პოლიცია ყოველთვის მოქმედებდა და ზრუნავდა თავის მოქალაქეებზე, ის გააგრძელებს აქციის მონაწილეების უსაფრთხოებაზე ზრუნვას. ამისთვის ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რომელიც ჩვენს ხელთ არის, გავაძლიერებთ შესაბამის დანაყოფებს.
მოგეხსენებათ, ჩვენ გვქონდა კონკრეტული ინფორმაცია დესტაბილიზაციის შესახებ და აქედან გამომდინარე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ პირობებშიც, პოლიცია სრულად შეასრულებს თავის ფუნქციას – უზრუნველყოს მოქალაქეების უსაფრთხოებას და კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვამბობ – პირველ რიგში, აქციის მონაწილეების. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ერთი ადამიანის ტკივილის გამოყენება ვიწრო პოლიტიკური ან ნებისმიერი სხვა სახის ინტერესისთვის თითოეული ჩვენი მოქალაქის პასუხისმგებლობაა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები