მეუფე შიო: მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, წინასაარჩევნო პროცესი ​ მშვიდობით წარმართონ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, რომ წინასაარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში წარმართონ.
„ბიძინა ივანიშვილი საპატრიარქოში თავისი შვილის ჯვრისწერასთან დაკავშირებით იყო მოსული და პატრიარქმა დალოცა მისი ოჯახი. ვერ გეტყვით, კონკრეტულად ვინ რა თქვა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, წინასაარჩევნო პროცესი ​ მშვიდობით წარმართონ, რომ ოპონირება თუ კრიტიკა არ გადადიოდეს შეურაცხყოფასა და ცინიკურ დაპირისპირებაში. ამისკენ მოუწოდა მისმა უწმინდესობამაც შეხვედრაზე“, – განაცხადა მეუფე შიომ.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად, გუშინ საპატრიარქოში იმყოფებოდა, სადაც ბერა ივანიშვილი და მისი მეუღლე – ნანუკა გუდავაძე ჯვრისწერის წინ, პატრიარქმა დალოცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები