კახა კალაძე: კარვის დადგმა მერიას არ აუკრძალავს, ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე და სტაბილურობა

„კარვის დადგმა მერიას არ აუკრძალავს, ეს ჩვენს პრეროგატივაში არ შედის. ჩვენ ყველაფერი უნდა ავიცილოთ თავიდან, ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე, გვჭირდება სტაბილურობა ”, – აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე და რუსთაველის გამზირზე შვილმოკლული მამების აქციას ეხმაურება.
როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ახალი წლისთვის პარლამენტის შენობასთან, სადაც ნაძვის ხის დადგმა იგეგმება და სადაც შვილმოკლული მშობლები აქციას მართავენ, ძალიან ბევრი ადამიანი მოიყრის თავს და სიტუაციის გაკონტროლება გაძნელდება.
„კარვის დადგმა მერიას არ აუკრძალავს, ეს ჩვენს პრეროგატივაში არ შედის და ჩვენ არანაირი უფლებამოსილება არ გვაქვს. უბრალოდ, სამწუხაროა და ამაზრზენიც შეიძლება ითქვას, უტიფრობა უნდა ვუწოდოთ იმ კონკრეტული სააგენტოების და ჟურნალისტების მხრიდან გაკეთებულ ინტერპრეტაციას გუშინდელ ჩემს განცხადებასთან. რა ჰქონდათ გამოტანილი, რომ დედაქალაქის მერია სარალიძეს ანაცვლებს ნაძვის ხით. მე არ მინდა, რაღაც ეს დაპირისპირებაში გადაიზარდოს. თქვენ იცით, რომ ამის გაკონტროლება ძალიან რთული იქნება, უამრავი ადამიანი მოდის, უამრავი მიდის, ვიღაცამ რაღაც პროვოკაცია არ მოაწყოს, ჩვენ ყველაფერი უნდა ავიცილოთ თავიდან, ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე, გვჭირდება სტაბილურობა“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერიამ შვილმოკლულ მშობლებს მიმართა წერილით, რომლის მიხედვითაც, საახალწლო სამზადისის გამო, შვილმოკლულ მამებს ტერიტორიის დატოვებას სთხოვენ, თუმცა შვილმოკლული მამები აქციის გაგრძელებას 31 დეკემბრამდე აპირებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები