გიორგი გახარია: პოლიციელს არ შეეშინდა და იმ ექსტრემალურ სიტუაციაში მოიქცა თავისი ღირსების და უფლებამოსილების შესაბამისად

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სამეგრელოში, ჩხოროწყუში სახალხო დღესასწაულს დაესწრო. მან წარმომადგენლებთან საუბრისას, ყურადღება ფოთში, რამდენიმე თვის წინ მომხდარ შემთხვევაზე გაამახვილა.

„მოდით, შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ ჩვენს პოლიციელებზე ჩვენ უფრო ვზრუნავთ და ჩვენ უფრო მეტად შეგვტკივა გული, ვიდრე თქვენ. მეორე, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სიმართლე იქნეს დადგენილი, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე სახელმწიფო, ყველა სახის ზრუნვას გაწევს.

ყველა სხვა პოლიციელისთვის მაგალითი არის შემდეგი, რომ ეს არის ის ადამიანი, რომელსაც არ შეეშინდა და იმ ექსტრემალურ სიტუაციაში მოიქცა თავისი ღირსების და უფლებამოსილების შესაბამისად, ამიტომ ეს არის დასაფასებელი. გამოძიება, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ერთმნიშვნელოვნად დაადგენს სიმართლეს და როგორც კი ეს სიმართლე იქნება დადგენილი ეს ადამიანი იქნება დაფასებული სწორედ იმ ზომით,                  რა ზომითაც ის იმსახურებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები