შინდისის გმირთა მემორიალს თავდაცვის სამინისტრო დაიცავს

დღეიდან, შინდისის გმირების მემორიალს თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები დაიცავენ. შესაბამისი კონსულტაციები შიდა ქართლის გუბერნიის აპარატსა და თავდაცვის სამინისტროს შორის უკვე დასრულებულია.
ამ საკითხზე უწყებებს შორის მოლაპარაკება 29 სექტემბერს მემორიალის ვანდალურად დარბევის ფაქტის შემდეგ დაიწყო.
მიუხედავად იმისა, რომ შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციისა და გორის მერიის აქტიური მუშაობის შედეგად, მემორიალის სრული აღდგენა მომხდარიდან რამდენიმე საათში მოხერხდა, მსგავსი ფაქტების პრევენციის მიზნით მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყო.
,,დღეიდან, შინდისის გმირების მემორიალს თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები დაიცავენ. ცოტა ხნის წინ ვანდალურად დაარბიეს მემორიალი. ეს იყო თითოეული ჩვენგანის შეურაცხყოფა, ფაქტი, რომელიც აღარასდროს უნდა განმეორდეს. ჩვენი გმირების სათანადოდ დაფასება თითოეული ჩვენგანის ვალია, ეს ღირსების საქმეა.“-აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები