კახა კალაძე ატოცის ინციდენტზე: იქ იყო პირადი შეურაცხყოფა, მცდელობა, რომ შეხვედრები ჩაეშალათ

თბილისის მერი კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის მიერ, სოფელ ატოცში სალომე ზურაბიშვილის სიტყვიერ შეურაცხყოფას სამარცხვინოს უწოდებს. ამის თბილისის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ატოცში მომხდარს სამარცხვინოს ვუწოდებ, სხვა ვერაფერს, რა უნდა ვუწოდო. ესეც ნათელი მაგალითია, როგორ ხდება ხელშეშლა. გავიხსენებ, როგორი იყო საარჩევნო კამპანია პირველი ტურის დროს, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ხვდებოდა ამომრჩეველს და „ნაციონალური მოძრაობის” წევრები მიდოდნენ. იქ იყო პირადი შეურაცხყოფა, მცდელობა, რომ შეხვედრები ჩაეშალათ. მე ველოდები საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებებს. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ალბათ ჩამალულები რომ არიან, ამოვლენ, თვალს გაუსწორებენ რეალობას და გააკეთებენ იმ განცხადებას, რასაც ელოდება ხალხი”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა აქტივისტმა, ლანა ღვინჯილიამ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, სოფელ ატოცში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები