“აგრესიული ფონი, რომელიც “ნაცმოძრაობის” მხრიდან მთელი კამპანიის განმავლობაში ისმოდა, სალომე ზურაბიშვილს საოკუპაციო ხაზთანაც დახვდა”

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი სოფელ ატოცში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტივისტის, ლანა ღვინჯილიას მიერ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატისთვის სალომე ზურაბიშვილისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს უარყოფითად აფასებს.
მისი თქმით, აგრესიული ფონი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა” მთელი კამპანიის განმავლობაში ქმნიდა, სალომე ზურაბიშვილს საოკუპაციო ხაზთანაც დახვდა.
„ბუნებრივია, მომხდარს უარყოფითად ვაფასებ, რადგან სალომე ზურაბიშვილი მისული იყო იქ, სადაც გვტკივა. იმ ტერიტორიაზე, სადაც, სამწუხაროდ, ოკუპაცია ჯერ კიდევ გრძელდება. შესაბამისად, ის აგრესიული ფონი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან მთელი კამპანიის განმავლობაში ისმოდა, სალომე ზურაბიშვილს საოკუპაციო ხაზთანაც დახვდა, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ყველანი ოკუპაციის წინააღმდეგ ერთად დავდგეთ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
ცნობისთვის, ლანა ღვინჯილიამ, რომელიც სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის განვითარების და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელია, გუშინ სოფელ ატოცში პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს შეურაცხყოფა მიაყენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები