ქუცნაშვილი: ვაშაძის მერკელთან გაკეთებული განცხადება უტიფრობის გამოვლინებაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელიც  გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან შეხვედრისას გააკეთა.
გრიგოლ ვაშაძე გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს ჰელსინკში, “ევროპის სახალხო პარტიის” კონგრესის მიმდინარეობისას, დერეფანში შეხვდა. საუბრის მთავარი თემა არჩევნები იყო.
“ჩვენ მოვიგეთ ეს არჩევნები, თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მტკიცებით, პრეზიდენტობის მეორე კანდიდატი ხმების რაოდენობით ლიდერობს”, – განუცხადა გრიგოლ ვაშაძემ კანცლერს.

ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, ვაშაძის ეს განცხდება ერთის მხრივ, უტიფრობის გამოვლინებაა, მეორეს მხრივ, კი არაკომპეტენტურობის.

„მოგეხსენებათ, საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში ტარდება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით. ეს სისტემა ნიშნავს იმას, რომ მეორე, მესამე და მეოთხე ადგილზე გასული ხმები არ ემატება არცერთ კანდიდატს. ვაშაძე ითვლის, ვითომ, ოპოზიციამ მოიგო იმ ნიშნით, რომ მეორე, მესამე, მეოთხე ადგილზე გასული ამომრჩევლების ხმებს უმატებს საკუთარ ხმებს. ამ ჯამით ლაპარაკობს. მოგეხსენებათ, გამარჯვებულად ის კანდიდატი ცხადდება, ვინც ნახევარზე მეტ ხმებს მოაგროვებს. ასე, რომ ეს, ერთის მხრივ,  არაკომპეტენტურობის და მეორეს მხრივ, უტიფრობის გამოვლინებაა.  უნდათ, რომ საკუთარ ამომრჩეველს გაუმაგრონ გული, მისცენ ტყუილი იმედი და გაუჩინონ  განცდა, რომ ისინი გარდაუვლად გამარჯვებულები არიან“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები