ეკა გიგაური ღვინჯილიას მიერ ზურაბიშვილისთვის შეურაცხყოფაზე: ასეთი აგრესია ჩემთვის და ჩვენი ორგანიზაციისთვის მიუღებელია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური აცხადებს, რომ საზოგადოებას კამათისა და საარჩევნო კამპანიის წარმართვის მაგალითი უნდა მიეცეს და შეურაცხმყოფელ განცხადებებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს.
 
გიგაურმა შესაბამისი შეფასება სოფელ ატოცში მომხდარ ინციდენტზე გააკეთა.
 
„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საზოგადოებას მივცეთ კამათისა და კამპანიის წარმართვის მაგალითი და ა.შ. რა თქმა უნდა, შეიძლება, რაღაც გამონათქვამებში ვიღაც პოლიტიკოსებს არ დაეთანხმონ, მაგრამ არაეთიკური გამონათქვამების გამოყენება და ასეთი აგრესია ჩემთვის და ჩვენი ორგანიზაციისთვის მიუღებელია”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.
 
ლანა ღვინჯილიამ, რომელიც სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის განვითარების და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელია, გუშინ სოფელ ატოცში პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს შეურაცხყოფა მიაყენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები