თადარიგის მაიორი გენერალ დევი ჭანკოტაძეს მიმართავს – არასოდეს მინახიხართ ვეტერანების შეკრებებზე, არც ჭირში და არც ლხინში

თადარიგის მაიორი, “მუხროვანის ამბოხის” საქმეზე გასამართლებული, ლევან ამირიძე გენერალ დევი ჭანკოტაძეს “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერის გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ამის ფონზე 2008 წლის ომის გმირებს ზურგს უკან ეფარება.

ლევან ამირიძემ  სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებით, გენერალს პანკისისა და კოდორის ხეობის ოპერაციები შეახსენა, როდესაც გენერალმა კობალაძემ იგი კოდორის ხეობაში ვერტმფრენში ჯდომის შიშის გამო ვერ “შეიტყუა”.

“ღენერალი” ჭანკოტაძე დღეს კაგებეს და მის კომისარ ბატიუშა გრეგორის უცხადებს მხარდაჭერას და ამავე დროს,  2008 წლის ომის გმირებს ეფარება ზურგს უკან. გასაგებია, რომ ეს კაცი ღირსებასთან მწყრალად არის, მაგრამ იქნებ იმდენი ღირსება მაინც შეინარჩუნოთ, როდესაც ჯარისკაცის საფლავთან დგახართ, პოლიტიკური განცხადებები არ გააკეთოთ და უბრალოდ დადუმდეთ.

დღეს, როგორც გულდამწვარმა მამულიშვილმა და მოამაგემ, ისე მოიხსენიეთ ომგამოვლილი ოფიცრები და ჯარისკაცები. არა და, არსოდეს მინახიხართ ვეტერანების არცერთ შეკრებაზე, არც ჭირში და არც ლხინში.

თუ მეხსიერება არ მღალატობს, თქვენ ის გენერალი ხართ, 2008 წელს საბრძოლო მოქმედებების მართვას კასპიდან რომ ცდილობდით. დღეს რაღაც შეუვალი გინდოდათ რომ ყოფილიყავით, მაგრამ არ გამოგდით ღია სივრცეშიც კი. ხომ არ დაგავიწყდათ, პანკისის ხეობისა და კოდორის ხეობის დაცვის ოპერაციები, როდესაც გენერალმა კობალაძემ კოდორში ვერ გამოგიტყუათ იმიტომ, რომ დახურული სივრცის და სიმაღლის გეშინოდათ, თურმე გონებას კარგავდით ვერტმფრენში… ალბათ გაიძულეს ნაციონალებმა, რომ დღეს გამომხტარიყავით და მსგავსი განცხადებები გაგეკეთებინათ, თქვენივე ბნელი წარსულიდან გამომდინარე… ამისთვის “strelebi”-ის ამბავიც ეყოფოდათ, დამერწმუნეთ… არა და, ეგ კარგად ეხერხება თქვენი კუმირის ჯაზბანდას. თქვენ ის გენერალი ხართ, რომელმაც შიშით, ცნობაც კი ვერ გაეცით გენერალური შტაბიდან სასამართლოში წარსადგენად, უდანაშაულოდ დაჭერილი გენერალი კობა კობალაძისთვის,რომ მან სამხედრო აღჭურვილობა ნამდვილად თავდაცვის სამინისტროდან მიიღო 2008 წლის ომის დროს… ასე რომ, იმაზე მაღლა ნუ მოინდომებთ ახტომას, რაც წელს ქვემოთ არის”,  – წერს ლევან ამირიძე “ფეისბუქის” პირად გვეერდზე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები