მსოფლიოში ყველაზე ხნიერი კატა “პოპი” 24 წლისაა

მსოფლიოში ყველაზე ხნიერი კატა “პოპი” 24 წლისაა და დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბოურნემაუსში ცხოვრობს. იგი 1990 წლის თებერვალში დაიბადა და მისი ასაკი ადამიანის 114 წელს შეესაბამება.
“პოპი” გინესის რეკორდების წიგნშია შესული. იგი ერთი წლით ახალგაზრდაა იაპონელ მისაო ოკავაზე, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი ადამიანია.”პოპიმ” ცხოვრების მანძილზე ბრიტანეთის 5 პრემიერ-მინისტრი გამოიცვალა. ის ახლა შუახნის ქალბატონთან ცხოვრობს. კატა ხუთი წლის ასაკში მარკერით კორნერმა და მისმა ქალიშვილმა ჟაკიმ შეიფარეს. იგი 10 წლის იყო, როცა ჟაკისთან და მის ქმართან ენდი ვესტთან საცხოვრებლად გადავიდა. წყვილს მას შემდეგ ორი ვაჟიშვილი შეეძინა.
24 წლის კატა ყრუ და ბრმაა, თუმცა, წლოვანების მიუხედავად, იგი სახლის “ბოსია”. ოჯახს მის გარდა სხვა კატებიც ჰყავს. კატის პატრონის თქმით, “პოპის” ცხოვრების ხანგრძლივობას კარგი დიეტა და ფიზიკური ვარჯიში განაპირობებს.
„მისი კვების რაციონში შედის ქათმის ხორცი, თევზი და ქაბაბი. ის ენერგიულია და თუკი სხვა კატა მისთვის საჭმლის წართმევას ცდილობს, ყურზე კბენს“. თუმცა, ჟაკი ამბობს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში კატას კიბეზე ასვლა-ჩამოსვლა უჭირს, რაც ოჯახს აფიქრებინებს, რომ მათი ოთხფეხა მეგობრის აღსასრული ახლოვდება.
“პოპის” ჯანმრთელობა უკანასკნელი წლების განმავლობაში რამდენჯერმე გაუარესდა, თუმცა იგი გამოჯანმრთელდა, გინესის რეკორდების მიერ მისი აღიარება კი ძალიან გვახარებს”, – განაცხადა ჟაკის ერთ-ერთმა ვაჟიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები