სალომე ზურაბიშვილი: მომავალმა პრეზიდენტმა ტერიტორიების დაბრუნებაზე უნდა იზრუნოს (ვიდეო)

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ატოცში ჩავიდა, სადაც ოკუპანტები მავთულხლართებს ამონტაჟებენ. როგორც მან მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, მომავალმა პრეზიდენტმა ტერიტორიების დაბრუნებაზე უნდა იზრუნოს.
“ეს არის ის, რაზეც უნდა იზრუნოს მომავალმა პრეზიდენტმა, რომ უნდა დავიბრუნოთ ეს ტერიტორიები, უნდა ვიზრუნოთ იმ მოქალაქეებზე, რომლებიც აქ ცხოვრობენ. პრეზიდენტი, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი უნდა ზრუნავდეს, საკუთარი ტერიტორიების და საზღვრების დაცვაზე”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი სოფელ ატოცში რამდენიმე წუთის წინ ჩავიდა.
შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა საზღვრისპირა რეგიონში ე.წ. რუსი ოკუპანტები სოფელ ატოცთან მავთულხლართების მონტაჟს ახორციელებენ.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის წლის, 1 ნოემბრიდან სოფელ ბალთასთან, რომელიც ქარელის რაიონის სოფელ ატოცს ემიჯნება, მავთულხლართების მონტაჟი განახლდა, რის შედეგადაც, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაახლოებით 1 კილომეტრიანი სიგრძის ბარიერი გაკეთდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები