ვიდეომ, რომელმაც სოციალური ქსელები დაიპყრო, მომღერალი რიანა გააოცა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ერთობა ნიუ-იორკის სასწრაფო დახმარების შავკანიანი თანამშრომელი რიანას სიმღერაზე. მამაკაცი თან მანქანას ატარებს, თან ერთ-ერთ ამერიკულ რადიოსადგურზე გაჟღერებულ ცნობილ სიმღერას Pour It Up-ს ასრულებს ცეკვის ძალიან სასაცილო მანერებით.
ვიდეომ, რომელიც ყველა სოციალურ ქსელში გავრცელდა და უკვე მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა, თავად მომღერალ რიანამდეც მიაღწია. მომღერალმა ტვიტერის გვერდზე დაწერა: “სასწრაფო დახმარების თანამშრომელმა მამაკაცმა შემახსენა, თუ რატომ გამომაგზავნა ღმერთმა აქ ახლა. მე არ შემიძლია გავჩერდე არც ახლა და არც არასდროს”,- წერს მომღერალი.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=tMDZyyFmhXY&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები