“ყველა სახელმწიფო უწყება რომ გაუქმდეს პენსიის 400 ლარამდე გაზრდას ბიუჯეტი მაინც არ ეყოფა”

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ოპოზიციის დაპირება, რომ მათი გამარჯვების შემთხვევაში, პენსიები 400 ლარამდე გაიზრდება შეაფასა და აღნიშნა, რომ ყველა სახელმწიფო უწყება რომ გაუქმდეს პენსიის 400 ლარამდე გაზრდას საბიუჯეტო თანხები მაინც არ ეყოფა.
„პენსიის 400 ლარამდე გაზრდის რესურსი ბიუჯეტში არ არსებობს. ეს არის არარეალური და აბსურდული დაპირება. დარწმუნებული ვარ, რომ ვკითხოთ, თავადაც არ იტყვიან, რომ ამის გაკეთებას 2019 ან 2020 წლისათვის აპირებენ“, – აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები