ოპერის წინ მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა (ვიდეო)

რუსთაველის გამზირზე, ოპერის წინ მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა. სადაც მოძრაობა “მე ვიცავ თავისუფლებას” წევრები არიან შეკრებილი.
როგორც “კვირას” ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი მივიდა და პროვოკაციული განცხადებებით, აქციის მონაწილეებს მიმართა, რის შედეგადაც, აქციის მონაწილეებსა და “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. თუმცა, აქციის მონაწილეებმა ინციდენტი დროულად თავადვე აღკვეთეს.
ცნობისთვის, 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თბილისში, რუსთაველის თეატრთან, აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები