თინა ხიდაშელი პოლიტიკაში დაბრუნებას აღარ აპირებს
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ ის პოლიტიკაში დაბრუნებას აღარ აპირებს. ამის შესახებ მან განცხადება გადაცემაში „პირისპირ“ გააკეთა.
ჩემი გზა პოლიტიკაში აღარ გადაიკვეთება. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე მგონია, რომ ჩემი ცხოვრების ეს ეტაპი დავასრულე. შესაბამისად, არც „ოცნებასთან“ და არც სხვა ვინმესთან თანამშრომლობას არ ვაპირებ“, – განმარტავს ის და იმ შეცდომებზე საუბრობს, რამაც ხელისუფლება 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგებამდე მიიყვანა.
„მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ 2016 წლის არჩევნებზე ის პარლამენტი შემოგვთავაზა, რომელიც გვყავს, ცხადი გახდა, რომ ნაციონალური მოძრაობის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობდა. ამიტომაც, სულ არ მიკვირს ის შედეგი, რაც ამ არჩევნებზე დადგა, – განმარტავს ხიდაშელი.