ამინდის გაუარესების გამო “თელასის” ელექტროსადენი დაზიანდა

ამინდის გაუარესების გამო, წუხელ კომპანია “თელასის” ელექტროსადენი დაზიანდა. კომპანია “თელასის” ინფორმაციით, ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა დიდი დიღმის დასახლების, ჩუღურეთის რაიონის და დაბა წყნეთის მოსახლეობის ნაწილს.
სს “თელასი” ბოდიშს უხდის მოსახლეობას და სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ. დილის 11:00 საათისთვის დიდი დიღმის მოსახლეობას ელექტროენერგია უკვე მიეწოდება. აგრეთვე ელექტროენერგია მიეწოდება ჩუღურეთის რაიონისა და დაბა წყნეთის უმეტეს ნაწილს. ამ რაიონებში ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება და, სავარაუდოდ, 15:00 საათისთვის დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები