თალაკვაძე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის მინიჭებაზე: საკომიტეტო განხილვის ფარგლებში იყო ამაზე მსჯელობა და კიდევ შედგება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის მინიჭების საკითხზე კანონპროექტი ინიცირებულია პარლამენტში. მისი თქმით, საკომიტეტო განხილვის ფარგლებში იყო ამ წინადადებაზე მსჯელობა და კიდევ შედგება რამდენიმე განხილვა, სანამ მისი დამტკიცება მოხდება.
რაც შეეხება ცვლილებებს, მისი განმარტებით, ეს არ ეხება საქართველოში სტუმრების და ვიზიტორების შემოსვლის საკითხს.
“უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის მინიჭების საკითხზე კანონპროექტი ინიცირებულია პარლამენტში, საკომიტეტო განხილვის ფარგლებში იყო ამაზე მსჯელობა და კიდევ შედგება რამდენიმე განხილვა, სანამ მისი დამტკიცება მოხდება. რაც შეეხება ცვლილებებს, ეს არ ეხება საქართველოში სტუმრების და ვიზიტორების შემოსვლის საკითხს. ეს იქნება ისეთივე რეჟიმში, როგორიც იყო აქამდე. ეს ეხება ბინადრობის თემატიკას, სადაც აშკარად, უკვე წლების განმავლობაში არ მომხდარა და აშკარაა, რომ აქ საჭიროა რეგულაციების განახლება, შესაბამისად, ეს ემსახურება მხოლოდ ერთადერთ ინტერესს, რომ ჩვენი ქვეყნის საჯარო ინტერესები იყოს დაცული”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები