ოთარ ფარცხალაძეს 5 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა – რას აცხადებს ადვოკატი

ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
როგორც მოსიაშვილი აცხადებს, ფარცხალაძეს ბრალი გუშინ წარედგინა და სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზეც გუშინვე იმსჯელა.
მისივე თქმით, ფარცხალაძეს 5 ათასლარიანი გირაო შეეფარდა.
“ბრალი წარედგინა საღამო ხანს, დაახლოებით, 17:00 საათისთვის და ამის შემდეგ სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელა. ამ ეტაპზე, მას გირაო უკვე შეფარდებული აქვს. ის დაკავებული არ ყოფილა. სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ დაეკავებინათ საგამოძიებო ორგანოს არ ჰქონდა”, – აცხადებს გაგი მოსიაშვილი.
მისი თქმით, პროკურატურამ ფარცხალაძეს დაუსაბუთებელი ბრალი წარუდგინა.
ცნობისთვის, საქმე ეხება გასულ წელს “ელცენტროში” ფარცხალაძესა და იმჟამინდელ გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას შორის მოხმდარ დაპირისპირებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები