საქართველოში თვის ბოლომდე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება

 

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე თვის ბოლომდე, ცალკეული დღეების გამოდარებით, არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება. ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა. ბიუროს ინფორმაციით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა, ძირითადად, 16-20 გრადუსის ფარგლებში იქნება. ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება მოსალოდნელი არ არის, 23-24 მაისს გამოიდარებს, თუმცა დღის მეორე ნახევრიდან კვლავ უამინდობაა მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა 27 გრადუსამდე ავა, ხოლო გამოდარების დღეებში 30-32 გრადუსს მიაღწევს.
„დღეს მთელს საქართველოში ინტენსიურად იწვიმებს, ზოგგან შესაძლებელია აღინიშნოს ძლიერი წვიმაც. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე უამინდობის პერიოდში მაქსიმალური ტემპერატურა დაახლოებით 16-20 გრადუსის ფარგლებში იქნება. ხვალ, დღისით, დასავლეთ საქართველოში ინტენსივობა შესუსტდება, ხოლო აღმოსვლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ხვალაც იწვიმებს. ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება არ არის მოსალოდნელი.
22 მაისს ყველაზე ცუდი ამინდი დაფიქსირდება, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში. 23-24 მაისს შედარებით გამოდარებს დასავლეთ საქართველოში. 24 მაისის დღის მეორე ნახევრიდან კვლავ არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოში ნალექი 23 მაისიდან შემცირდება. ტემპერატურა დაახლოებით 27 გრადუსამდე მოიმატებს. 25 მაისიდან მთელს საქართველოში კვლავ არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი“, – აღნიშნა დოდო გავაზავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები