დავით სერგეენკო: მე ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შანსები მაღალია

ის, რაც მოხდა არჩევნების პირველ ტურში, რომ განსხვავება 1%-ზე ნაკლები იყო, ერთის მხრივ, დასაფიქრებელია, ხოლო მეორეს მხრივ, არის დადასტურება იმისა, რომ გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნები იყო, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.
სერგეენკოს თქმით, სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შანსები მაღალია. კითხვაზე, “ქართული ოცნების” ნაციონალურ მოძრაობასთან” კოჰაბიტაცია იყო თუ არა შეცდომა, სერგეენკომ კონკრეტული შეფასებისგან თავი შეიკავა.
„ჩემთვის მართლაც რთულია ამისი თქმა. 2012 წლის ბევრი მიღწევიდან ერთ-ერთი იყო არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება. გვახსოვს, რომ იქამდე ამის გაკეთება შეუძლებელი იყო, მღელვარების გარეშე. გარდავალ ეტაპზე რაღაც დოზით კოჰაბიტაცია, ალბათ, საჭირო იყო, თუმცა ეს შეცდომა იყო თუ არა, გამიჭირდება შეფასება, იმიტომ, რომ ის ექვსი წელი, რაც მე ჯანდაცვის მინისტრად ვმსახურობ, ჩემი დროის, პრაქტიკულად, 100% მიაქვს მიმდინარე პროექტების მართვას”, – განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები