სალომე სამადაშვილი: საბჭოთა კავშირში ვაშაძის სასწავლებელი ერთ-ერთი საუკეთესო იყო
საპარლამენტო უმცირესობის წევრი სალომე სამადაშვილი პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და უსამართლოდ მიიჩნევს, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ გადაწყვეტილებას, რის თანახმადაც, საგარეო უწყებიდან ყველა ის თანამშრომელი დაითხოვეს, რომლებსაც განათლება მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი (მგიმო) ჰქონდათ მიღებული.
“პოლონეთის მთავრობის გადასაწყვეტია როგორ მოიქცევა, მაგრამ ვფიქრობ რომ ძალიან დიდი უსამართლობაა, რომ ზოგადად, ასეთი მიდგომით მოვექცეთ ჩვენ ადამიანებს”, – აცხადებს “კვირასთან” საუბრისას სალომე სამადაშვილი.
დეპუტატს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება აბსურდად მიაჩნია და ის ფაქტი, რომ მათი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს განათლება მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში (მგიმო) აქვს მიღებული უხერხულობას არ უქმნის.
ამასთან, როგორც პარლამენტის წევრმა “კვირასთან” საუბრისას აღნიშნა, პოლონეთის მთავრობის აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოლონელმა ამომრჩეველმა შესაბამისად უპასუხა:
“პოლონეთში სამწუხაროდ, პარტია, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, არჩევნებში აღმოჩნდა, რომ მათ მიერ შეთავაზებული კურსი საზოგადოებისთვის, რომელიც პოლარიზებას ითვალისწინებს, არ იყო კარგი და პასუხი ამ გადაწყვეტილების შესახებ, პოლონელი ამორჩევლისთვის არ იყო მისაღები. პოლონეთის მთავრობის გადასაწყვეტია როგორ მოიქცევა, მაგრამ ვფიქრობ რომ ძალიან დიდი უსამართლობაა, რომ ზოგადად, მსგავსი ასეთი მიდგომით მოვექცეთ ჩვენ ადამიანებს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ისტორია. საბჭოთა კავშირში ეს სასწავლებელი ერთ-ერთი საუკეთესო სასწავლებელი იყო და შესაბამისად მაშინ, რა თქმა უნდა ყველა ადამიანი ცდილობდა განათლების მიღებას. მე არ მიმაჩნია, რომ თავისთავად, ის, რომ ადამიანს აქვს განათლება მიღებული ამ სასწავლებელში რაიმეს მაჩვენებელია.
ქალბატონ ზურაბიშვილს განათლება აქვს თუ აქვს მიღებული პარიზში, მისი განცხადებები სრულიად ემთხვევა რუსეთის ხელისუფლების ინტერსებს” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ცნობისათვის, 2018 წლის 10 სექტემბერს, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ყველა ის თანამშრომელი დაითხოვეს, რომლებსაც განათლება მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში (მგიმო) ჰქონდათ მიღებული-ამის შესახებ პოლონეთის საგარეო მინისტრმა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა განაცხადა.
“შეიძლება ითქვას, რომ სამინისტროს მთლიანი მმართველი გუნდი 100%-ით შეიცვალა. მმართველ პოზიაციაზე არც ქვეყნის შიგნით და არც უცხოეთში არ არიან პირები, რომლებიც კომუნისტური უწყემების თანამშრომლების სიიდან იყვნენ ან პირები რომლებსაც მოსკოვის “მგიმო” ჰქონდა დამთავრებული,” – აცხადებს ჩაპუტოვიჩი.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 1981 წელს დაამთავრა ქ. მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი.
1981-1988წწ. საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილება, შემდგომ, კოსმოსის და ბირთვული შეიარაღებების განყოფილება;
1988-1990წწ. დიპლომატიური აკადემიის ასპირანტი.
დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 1972 წელს დაამთავრა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი,
1973 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტი, ხოლო 1981 წელს — პარიზის სახელმწიფო მართვის ეროვნული სკოლა.
დიპლომატიური კარიერა დაიწყო 1974 წელს რომში (კირინალი), საფრანგეთის საელჩოს მესამე მდივანის თანამდებობით.
1977-1980 წლებში მუშაობდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში (ნიუ-იორკი), საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისიის მეორე მდივნის თანამდებობაზე.
1980-1984 წლებში საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და პროგნოზის ცენტრის თანამშრომელია.
1984-1988 წლებში სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში საფრანგეთის საელჩოს პირველი მდივანი იყო.
1988-1989 წლებშივენაში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კონფერენციის პირველ მდივნად მსახურობდა.