“საქართველო-აშშ შორის თავისუფალი ვაჭრობის საკითხს სულ უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს ამერიკულ პოლიტიკურ წრეებში”
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ნინო გოგუაძის განცხადებით, საქართველოსა და აშშ შორის თავისუფალი ვაჭრობის საკითხს სულ უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს აშშ პოლიტიკურ წრეებში.
,,ამჯერად, ამერიკელი კონგრესმენი და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე – ტედ პო მოუწოდებს ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებისკენ.
აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობა ნიშნავს ორ ქვეყანას შორის ბარიერების მოხსნას ეკონომიკურ ურთიერთობებში, ქართული კომპანიებისთვის ახალ, რეალურ შესაძლებლობებს ამერიკულ ბაზარზე დასამკვიდრებლად, მეტ ამერიკულ სავაჭრო ინტერესს საქართველოში.
ამავდროულად, ეს იქნება აშშ-ს კიდევ ერთი გზავნილი საერთაშორისო საზოგადოებითვის, რომ საქართველო არის სანდო და სტაბილური პარტნიორი ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებში”,- განაცხადა ნინო გოგუაძემ.