გია ვოლსკი: გარკვეული სისუსტეებიც ძალიან გულახდილად განვიხილეთ და გაგრძელდება სამომავლოდ რეგიონალურ ჭრილში მუშაობა

პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატის, გია ვოლსკის განცხადებით, პარტიის ოფისში შეხვედრაზე საზოგადოების ყველა ის მოთხოვნა განიხილეს, რაც წინასაარჩევნოდ გამოვლინდა.
ამასთან, ვოლსკის ინფორმაციით, პარტიის წევრებმა არჩევნების მეორე ტურის საორგანიზაციო საკითხებზეც ისაუბრეს.
“რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, აქ ორ ნაწილად გავყავით თემა, ის რაც სახელისუფლებო რგოლების მიმართ საზოგადოებას გააჩნია მოთხოვნები, გააჩნია პრეტენზიები, გააჩნია დასაბუთებული უკმაყოფილება, ეს საკითხები განვიხილეთ, რაც კიდევ ამ წინასაარჩევნო პერიოდში კარგად გამოვლინდა.
ვიმსჯელეთ, ასევე, იმ რესურსზე, რომელიც ქართულ ოცნებას გააჩნია, მაგრამ ურთიერთკომუნიკაციის გამო საზოგადოებას, პოლიტიკურ საზოგადოებას ვგულისხმობ, გამოაკლდა საკმაოდ კარგი ენერგიული, მაღალი პოტენციის მქონე წევრები და მესამე საკითხი იყო ეს წმინდა პარტიული, წინასაარჩევნო ტექნოლოგიების თემაზე საუბარი.გარკვეული სისუსტეებიც ძალიან გულახდილად განვიხილეთ და გაგრძელდება სამომავლოდ რეგიონალურ ჭრილში მუშაობა, თბილისი ცალკე, დიდი ქალაქები ცალკე და რეგიონებში კიდევ ცალკე იქნება მაჟორიტარები, ადგილობრივი შტაბის ხელმძღვანელები იქნებიან, აი, ამ ორი დღის განმავლობაში. აი, ამ საკითხების განხილვა იყო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები