სალომე ზურაბიშვილი: რატომ უნდა გითხრათ ქუჩაში ჩემი გეგმების შესახებ
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვლმა “ქართული ოცნების” ცენტრალური ოფისი ცოტა ხნის წინ დატოვა, სადაც პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობდა.
სალომე ზურაბიშვილმა პარტიის ოფისთან შეკრებილ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა და მხოლოდ მცირედი პასუხით შემოიფარგლა.
“რატომ უნდა გითხრათ ქუჩაში ჩემი გეგმების შესახებ, დავალაგებ და გეტყვით, როცა გადავწყვეტ. ვერ გავჩერდები, ძალიან მეჩქარება”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე განმარტებით, გამარჯვება მეორე ტურში იქნება.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს წევრებისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეხვედრას სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა.