“ძალა ერთობაშია“: ენზელ მკოიანს უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს

ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ მაჟორიტარ- დეპუტატისთვის ენზელ მკოიანსთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს.
ამის შესახებ “ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტში საგამოძიებო ჯგუფი უნდა ჩამოყალიბდეს, პროკურატურამ კი მის წინააღმდეგ საქმე უნდა აღძრას.
ოპოზიცია, ასევე, ითხოვს ჰასმიკ მარაგოზიანის დასჯას, რომელიც ახალქალაქში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეა.
“იკვეთება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ჰასმიკ მარაგოზიანის დანაშაულებრივი ქმედება და მივმართავთ ცესკოს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ეს ადამიანი თანამდებობიდან. ჯანდაცვის მინისტრს მივმართავ, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს საექიმო საქმიანობის შესწავლა, რადგან მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტები პოლიტიკური ზეწოლის გამო გაწერეს საავადმყოფოდან და მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. პირადად მივმართავ შს მინისტრს, რომ ნუ შეეცდება ამ საქმის გაყალბებას. მივყვებით ამ საქმეს ბოლომდე“, – განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები