რეგიონების საოლქო კომისიებში არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ფოთის 70-ე საოლქო-საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე წარიმართა. 31 საჩივრიდან კომისიამ მხოლოდ ორი დააკმაყოფილა 28 საჩივარი კი განუხილველი დარჩა.

70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, სალომე როდონაიას განცხადებით, გარკვეული უსაფუძვლობის გამო, 31 საჩივრიდან 28 განუხილველი დარჩა. საჩივრების ნაწილზე პროცედურების დარღვევის დრო არასწორად იყო მითითებული, ნაწილზე კი მოთხოვნა არ იყო მითითებული.

საჩივრების განხილვა დაასრულა ქუთაისის 59 – ე საოლქო საარჩევნო კომისიამ. სულ 38 საჩივარი განიხილეს, რომელის უმეტესობა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ იყო დაწერილი. საჩივრების ნაწილი დაკმაყოფილდა, რამდენიმე საოლქო კომისიის თავმჯდომარეს შენიშვნა გამოუცხადეს.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, ყველა საჩივარი პროცედურული ხასიათისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნების შედეგებზე ზეგავლენას ვერ მოახდენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები