ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ 19 საჩივრიდან 14 არ დააკმაყოფილა
ბათუმში საოლქო საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით 19 საჩივრიდან 5 დააკმაყოფილა. დარღვევები ძირითადად პროცედურული ხასიათის იყო და საოლქო კომისიამ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეების მიმართ სანქციის სახით მხოლოდ შენიშვნები გამოიყენა.უსაფუძვლობის გამო 14 საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საპრეზიდენტო არჩევნებზე ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში 10 საჩივარი „ნაციონალურ მოძრაობას“, 9 კი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ჰქონდათ შეტანილი.