პოეტი ზურაბ რთველიაშვილი, რომელიც წინა ხელისუფლების პოლიტიკური მმართველობის შედეგად უკვე წლებია ემიგრაციაშია, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებით შეშფოთებულია (ვიდეო)

პოეტი ზურაბ რთველიაშვილი, რომელიც წინა ხელისუფლების პოლიტიკური მმართველობის შედეგად უკვე წლებია ემიგრაციაშია, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებით შეშფოთებულია და ამბობს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის გამარჯვებამ შესაძლოა ქვეყანაში პოლიტიკურ-ეკონომიკური დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, რისთვისაც ქვეყანა მზად არ არის.
მისი თქმით, ვაშაძე დაუფარავად აპირებს იმ პიროვნებების შეწყალებას, რომლებიც ადამიანების უფლებების უხეშ დარღვევებში არაერთხელ არიან მხოლებულნი, რაც პოეტის შეფასებით საგანგაშო მდგომარეობაა.
“ვაშაძე დაუფარავად აცხადებს იმას, რომ გაათავისუფლოს ისეთი იდიოზური ფიგურები როგორიც არის მერაბიშვილი, ახალაიები და ის ადამიანები, რომლებიც მხილებული არიან ადამიანების უფლებების უხეშ დარღვევებში და არაერთ პოლიტიკურ თუ სოციალურ დანაშაულში.
ეს თავისთავად ცხადია, რბილად რომ ვთქვათ საგანგაშო მდგომარეობაა. რა შეილება ამას მოყვეს. ამას შეილება მოყვეს პოლიტიკურ- ეკონომიკური დესტაბილიზაცია, რომლისთვისაც ქვეყანა მზად არ არის,-აცხადებს პოეტი ზურაბ რთველიაშვილი.

იხილეთ ვიდეო

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები