სალომე ზურაბიშვილი: კახელიც ვარ და მეგრელიც – ჯიუტი, ბოლომდე წამსვლელი ჩემი ხალხის და ქვეყნის ერთგული
მგონი, არ მიცნობენ, კახელიც ვარ და მეგრელიც. ჯიუტი, ბოლომდე წამსვლელი ჩემი ხალხის და ქვეყნის ერთგული, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“მე მგონი, არ მიცნობენ, კახელიც ვარ და მეგრელიც. ჯიუტი, ბოლომდე წამსვლელი ჩემი ხალხის და ქვეყნის ერთგული. ამიტომ, მზად ვართ მეორე ტურისთვის, მზად ვართ ბრძოლისთვის, რადგან მჯერა თქვენი, ვინც დღეს მისმენთ, მჯერა თქვენი არჩევანის მჯერა თქვენი სიბრძნის. მჯერა იმის, რომ თქვენ იცით რა მინდა საქართველოსთვის. თქვენც კარგად ხვდებით, რომ დღეს არ არის არჩევანი ორი პარტიას შორის, დღეს არჩევანია ორ საქართველოს შორის. როგორი გვინდა ეს საქართველო, ეს არის არჩევანი და ეს არის მეორე ტური. ჩვენ ეს არჩევანი ერთად უნდა გავაკეთოთ. მე მჯერა თქვენი. მივდივარ ბძროლაში, ყველანი მივდივართ ერთად, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ მხარეს არის სიმართლე ევროპა საქართველოს თანამედროვე მომავალი. ერთად საქართველოსთვის!“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.