სალომე ზურაბიშვილი: ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა?! – არა
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს.
შესაბამისი განცხადება ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
“რუსთავი2″ ფიქრობს და აჯერებს ხალხს, რომ შეიძლება მოვხსნა კანდიდატურა და რა? ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა? და რა მხარდამჭერები და თანამებრძოლები მივატოვო შუა ბრძოლაში? – არა. მე მგონი არ მიცნობენ”, -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.