ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან ტეხურას ქუჩის კვეთამდე მოძრაობა დროებით გადაიკეტება

29 ოქტომბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან ტეხურას ქუჩის კვეთამდე მოძრაობა გადაიკეტება, – ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.
“თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ჩიქოვანის ქუჩის კაპიტალურ რეაბილიტაციას აწარმოებს, რის გამოც მიმდინარე წლის 29 ოქტომბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით მოძრაობა გადაიკეტება ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან ტეხურას ქუჩის კვეთამდე.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში N38 და N64 მიკროავტობუსები მოძრაობას ტეხურასა და ჩიქოვანის ქუჩების გადაკვეთაზე დაასრულებენ.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები