ეუთო საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს კონკურენტულს უწოდებს

ეუთოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის თავმჯდომარე, კრისტიან ვიგენი, კვირას საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს კონკურენტულს და პროფესიულად ადმინისტრირებულს უწოდებს.
“არჩევნები იყო კონკურენტული და პროფესიულად ადმინისტრირებული. კანდიდატებს ჰქონდათ შესაძლებლობა საარჩევნო კამპანია თავისუფალ გარემოში ჩაეტარებინათ”, – აცხადებს ვინგენი.
მისი თქმით, მიუხედავად რამოდენიმე უმნიშვნელო დარღვევებისა საერთო ჯამში არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა. დამკვირვებელმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მედიის ანალიტიკური ანგარიშების ნაკლებობა ამომრჩევლებს სწორი არჩევნის გაკეთებაში ხელს უშლიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები