30 ოქტომბერს კობი-გუდაურის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით აიკრძალება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2018 წლის 30 ოქტომბერს, შპს „ფერი“, კობი-გუდაურის საბაგიროს მშენებლობის ფარგლებში, საბაგირო ტროსების და კაბელების მონტაჟს გეგმავს.
“აღნიშნული სამუშაოების წარმოების დროს, 2018 წლის 30 ოქტომბერს, 07:00 საათიდან 12:00 საათამდე, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 107-ე კილომეტრზე აიკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით”,-აცხადებენ დეპარტამენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები