“მთავარ ამოცანად რჩება ოცნების სკეპტიკურად განწყობილი მხარდამჭერების დაბრუნება”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ნაცვლიშვილის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის თითქმის ერთნაირი შედეგი, გარკვეულწილად, დამარცხებაა, თუმცა მთავარი არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებაა.
ბექა ნაცვლიშვილი თვლის, რომ ხელისუფლება მეტად უნდა მობილიზებულიყო და ერთიანი ძალებით, მეტად დაეჭირა მხარი სალომე ზურაბიშვილისთვის.
„თუმცა, ეს არ არის სალომე ზურაბიშვილის დამარცხება. არ უნდა ყოფილიყო ცალყბად მხარის დაჭერა, ომახიანად უნდა დაგვეჭირა მხარი“, – აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, გუშინდელი არჩევნების შედეგი ეკონომიკურ-სოციალური პოლიტიკასა და კოჰაბიტაციაში ღრმად შესვლაზე პასუხია.
„მთავარ ამოცანად რჩება ოცნების სკეპტიკურად განწყობილი მხარდამჭერების დაბრუნება. 2012 წელს ჩვენი ამომრჩევლები ღირებულებების ირგვლივ გაერთიანდნენ და ჩვენ ეს ხალხი უნდა დავაბრუნოთ“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები