სასამართლო ზაზა სარალიძის საქმეზე სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს

ზაზა სარალიძისთვის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით, სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.
სარალიძის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის თქმით, დაცვის მხარისთვის ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაოს მოთხოვნას აპირებს.
„გუშინ დილის საათებში მოხდა ბრალის წარდგენა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ზაზა სარალიძეს მოუხსნეს საპატიმრო ღონისძიება. დღეს ველოდებით, რომ აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი გაიმართება. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, პროკურატურის პოზიცია ასეთია, რომ აპირებენ აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაო მოითხოვონ“, – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.
შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძე პოლიციისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით დააკავეს.
მან ერთ-ერთ პოლიციელს რკინის ჯოხი დაარტყა. მოგვიანებით, ზაზა სარალიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამავე საავადმყოფოში მკურნალობს პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც ექიმების ინფორმაციით, თავის ტვინის შერყევა აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები