არჩევნების მეორე ტური, კენჭისყრის საბოლოო შედეგების შეჯამებიდან ორი კვირის ვადაში ჩატარდება

“საბოლოო შედეგების შეჯამებიდან, თუ ამის საჭიროება იქნება, ორი კვირის ვადაში, კვირა დღეს ჩატარდება მეორე ტური”, – ამის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ განაცხადა.
რაც შეეხება არჩვენების საბოლოო შედეგებს, ჟვანიას განმარტებით, მისი გამოქვეყნების მაქსიმალური ვადაც, კანონის მიხედვით, არჩევნების თარიღიდან მე-20 დღეა.

„ჯერჯერობით დაველოდოთ წინასწარ ბოლო შედეგებს, რომელიც საბოლოო ჯამში უნდა აისახოს საბოლოო შედეგებში. ამის შემდეგ, ცხადია, იქნება შესაძლებელი ვისაუბროთ პირველი ან მეორე ტურის შემთხვევებზე. საკანონმდებლო თვალსაზრისით, როდესაც საუბარია მეორე ტურზე, ამას აქვს თავისი ვადები. მაქსიმალური 20-დღიანი ვადაა შეჯამებისთვის და შემდგომში, შეჯამებიდან ორი კვირის ვადაში კვირა დღეს ტარდება მეორე ტური“, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე, სადაც წინასწარი შედეგები წარმოადგინა.

კანონის თანახმად, არჩევნებში გამარჯვებულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც ხმათა 50 პროცენტზე მეტის მოგროვებას შეძლებს. თუ ვერცერთი კანდიდატი მხარდაჭერის ასეთ მაჩვენებელს ვერ მიიღებს, მაშინ მეორე ტური იმართება საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს შორის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები