512 დათვლილი საარჩევნო უბნის შედეგები: სალომე ზურაბიშვილი-40.05%, გრიგოლ ვაშაძე-37.93%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ საზოგადოებას 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგები გააცნო. მან შედეგები 512 დათვლილი საარჩევნო უბნის მიხედვით წარადგინა.
„საზოგადოებას გავაცნობ არჩევნების წინასწარ შედეგებს, რომელიც დათვლილია 500-ზე მეტ უბანზე და ასახულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებში; მინდა აღვნიშნო, რომ ოქმები დაუყოვნებლივ აიტვირთა, გახდა საზოგადოებისთვის საჯაროდ ცნობილი და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ამავდროულად, სანამ შედეგებს გამოვაცხადებ, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა და იყო აქტიური ამომრჩეველი; მინდა მადლობა გადავუხადო იმ ჩართულ მხარეებს, რომლებიც დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ იმ საქმეს რასაც საარჩევნო პროცესის ხელშეწყობა ჰქვია.

რაც შეეხება წინასწარ მონაცემებს, ამ ეტაპზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ ატვირთული ოქმები შემოდის და ეს შედეგები, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ დაუყოვნებლივ იტვირთება ცესკოს სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge. ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ ამ წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ჩვენ მუდმივ რეჟიმში ეტაპობრივად განვაახლებთ მონაცემებს, რაც საზოგადოებისთვის იქნება ხელმისაწვდომი უფრო მეტი ოქმების მიხედვით“ – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

წინასწარი შედეგები 512 დათვლილი საარჩევნო უბნის მიხედვით, (ყველა უბნის დაახლოებით 13%-ზე მეტი), შემდეგია: გრიგოლ ვაშაძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 37.93 %; სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატი – 40.05 %; დავით ბაქრაძე “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” – 10.83 %.

ვრცლად იხილეთ: http://cesko.ge/geo/list/show/116203-saqartvelos-prezidentis-archevnebis-tsinastsari-shedegebi-512-datvlili-saarchevno-ubnis-mikhedvit

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები