გიგა ბოკერია: წინასწარი შედეგები ადასტურებს იმას, რომ ოპოზიცია იმარჯვებს, ამიტომ ხმების დაცვა აუცილებელია

“წინასწარი შედეგები ადასტურებს იმას, რომ ოპოზიცია იმარჯვებს, ამიტომ ხმების დაცვა აუცილებელია”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ყოველგვარი ძალადობის გარეშე უნდა დაიცვას ის ხმები, რომელიც მთლიანად ოპოზიციამ მიიღო.
“რა თქმა უნდა, “ევროპული საქართველო” იბრძოდა გამარჯვებისთვის და ყოველთვის სამწუხაროა, როცა ვერ იმარჯვებ და ეგზიტპოლის წინასწარი შედეგები ადასტურებს ამას, მაგრამ ჩვენ გვქონდა და გვაქვს დიდი ეროვნული ამოცანები და დიდი ეროვნული ამოცანა იყო ივანიშვილის გუნდის ამ სამარცხვინო და ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის საშიში კანდიდატის გამარჯვების არდაშვება. ამ ეტაპზე, პირველ ტურში მაინც მინიმუმ. ეგზიტპოლები მიუთითებს, რომ ეს ამოცანა მიღწეულია. მე მადლობას ვუხდი ყველა ამომრჩეველს, ამ შედეგში შეტანილი წვლილისთვის, მაგრამ ჯერ ადრეა რამე ზეიმზე ლაპარაკი და ამით კმაყოფილება. არ ვსაუბრობ ჩვენს პერსონალურ შედეგზე, ვგულისხმობ ეგზიტპოლის შედეგებს. ეს ხმები უნდა დავიცვათ იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ვიცით, პოლიტიკურად უტიფარი განაცხადი მმართველი გუნდის, რომ პირველ ტურში იმარჯვებს. ეს გულისხმობს იმას, რომ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად კონცენტრირებული და მშვიდად, ყოველგვარი ძალადობის გარეშე დავიცვათ ის ხმები, რომელიც მიიღო მთლიანად ოპოზიციამ. პირველ რიგში, ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრებს მივმართავ, აღარ აქვს ახლა მნიშვნელობა, ჩვენ ვიბრძოდით გამარჯვებისთვის, მაგრამ ახლა გვაქვს ეს სურათი, რაც გვაქვს, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ხმები, მთელი ოპოზიციის და საერთოდ, ყველა მოქალაქის ხმა. ავსახოთ რეალური სურათი იმ უსამართლო თამაშის წესების მიუხედავად, რა შედეგიც დადგა. ახლა ეს არის მთავარი ამოცანა და მეორე ტურშიც საბოლოო მარცხი განვაცდევინოთ ივანიშვილის გუნდს და ჩვენი ქვეყნისთვის საზიანო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს. ეს არის ჩვენი ამოცანა და ამაზე ვიქნებით კონცენტრირებულები”,- განაცხადა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ “ევროპული საქართველოს” საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ არჩევნებში დამარცხება აღიარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები