დავით ბაქრაძემ საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა

„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა. მან თითოეულ მხარდამჭერს მადლობა გადაუხადა გვერდში დგომისთვის და განაცხადა, რომ ბრძოლას აუცილებლად გააგრძელებენ.
„ჯერჯერობით არ ვიცით არჩევნების საბოლოო შედეგი, მაგრამ ვფიქრობ, ეგზიტპოლები საკმარისად აჩვენებს სურათს იმისთვის, რომ დასკვნები გავაკეთოთ. პირველი გახლავთ ის, რომ „ევროპული საქართველო“ და მე პირადად, ვიბრძოდით გამარჯვებისთვის, მაგრამ როგორც ეგზიტპოლები აჩვენებს, ამ არჩევნებზე ამ შედეგის მიღწევა ვერ მოხერხდა. მიუხედავად იმისა, რომ გავზარდეთ მხარდამჭერების ბაზა, ამ არჩევნებზე ჩვენი ხმები იქნება ბევრად მეტი, ვიდრე ეს იყო 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებზე, ეს ხმები არ აღმოჩნდა საკმარისი გამარჯვებისთვის, რაშიც თავისი როლი ითამაშა ბევრმა ფაქტორმა. ეგზიტპოლები ადასტურებს, რომ „ევროპულმა საქართველომ“ და მე ვერ შევძელით ჩვენი ამოცანის პირველი ნაწილის შესრულება, რაც არის ამ არჩევნებზე გამარჯვება. თითოეულ ჩვენ მხარდამჭერს მადლობა მინდა ვუთხრა. ჩვენი ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება მომავალში“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით, დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი – 52,3 %-ით ლიდერობს, “გაერთიანებული ოპოზიცია” – გრიგოლ ვაშაძე – 28,1%-ით, პარტია “ევროპული საქართველო” – დავით ბაქრაძე – 9,2%-ით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები