საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები დსთ-ს ქვეყნებშიც იმართება

საქართველოს პრეზიდენტს დსთ-ს ქვეყნებშიც ირჩევენ. აზერბაიჯანში საარჩევნო უბანი საქართველოს საელჩოში გაიხსნა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
არჩევნები, როგორც ყველგან, აზერბაიჯანშიც ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე დაიწყო. ხმის მიცემა შეუძლიათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც წინასწარ დარეგისტრირდნენ. მათ თან უნდა იქონიონ პასპორტი.
“მე აზერბაიჯანში სტუმრად ჩავედი და ცოტა შევყოვნდი, მაგრამ გავიგე, რომ ხმის მიცემა საქართველოს საელჩოში შემეძლო. ხმა მივეცი ღირსეულ კანდიდატს, ახლა კი შედეგებს უნდა დაველოდოთ”, – აცხადებს ჟურნალისტებთან საქართველოს მოქალაქე გაჯი ასლანოვი.
საარჩევნო უბანი საღამოს 8 საათზე დაიხურება, რის შემდეგაც ხმების დათვლა დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები