შორაპანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – არიან დაშავებულები

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ შორაპანში, ერთმანეთს 3 ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, გზის სავალ ნაწილზე მიკროავტობუსი ამობრუნდა. თვითმხილველების ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევისას, 5 მოქალაქე მსუბუქად დაშავდა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები