თელავში 103 წლის უხუცესი საარჩევნო უბანზე ყავარჯნით მივიდა (ვიდეო)

103 წლის ხევისბერმა, ბეწიწურ არაბულმა, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კობაძეში ცხოვრობს, გადასატან ყუთზე უარი თქვა და ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრ წყლებში განთავსებულ საარჩევნო უბანზე საკუთარი ფეხით, ყავაჯნით მისვლა ისურვა. უხუცესმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა და ადგილზე მყოფებსაც გაესაუბრა.
როგორც ჩანს, 103 წლის ამომრჩევლის მაღალმა მოქალაქეობრივმა თვითშეგნებამ და საუბარმა ადგილზე მყოფები გულგრილი არ დატოვა და სოციალურ ქსელში ბეწიწურ არაბულის ვიდეო გაავრცელეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები