ნინო ანანიაშვილი: ნუ დაიზარებთ, წამოდით და თქვენი ხმა მიეცით…

არჩევნებზე მისვლისა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისკენ ამომრჩეველს “გაერთიანებული ოპოზიციის” პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მეუღლემ, ნინო ანანიაშვილმა მოუწოდა.
„არაფერი იმაში, რომ არის არჩევნები, არაფერი იმაში, რომ იცვლება ხელისუფლება.. ეს ტრაგედია ქვეყნისთვის არ უნდა იყოს. უბრალოდ, ყველა ადამიანმა უნდა გააკეთოს თავისი არჩევანი. მე ძალიან ვთხოვ ყველას: საყვარელო დედებო, მამებო, დებო, ძმებო, ნუ დაიზარებთ, წამოდით და თქვენი ხმა მიეცით, იმიტომ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა“, – განაცხადა ნინო ანანიაშვილმა „პირველი TV“-სთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები