ტყაიას გამგებელი არჩევნებზე სავარაუდოდ, ნასვამი მივიდა (ვიდეო)

ტყაიას 71-ე უბანზე სოფლის გამგებელი ედემ კეკუტია სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში დააფიქსირეს.
ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა ჩანს, რომ გამგებელი სავარაუდოდ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს უხეშად მიმართავს.
“კვირა” ედემ კეკუტიას დაუკავშირდა და აღნიშნულ ვიდეოში გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარი სთხოვა.
“მე უკვე გაკეთებული მაქვს კომენტარი “რუსთავი 2”-თან და დანარჩენ კომენტარს არ ვაკეთებ. ფეხებზე მკიდია “რუსთავი 2”-იც და სხვა ვიღაცებიც და მე ამას არ გკადრებთ. მე არ ვაკეთებ კომენტარებს. რაც იყო, ხომ გადაიღეს, დავადასტურე “რუსთავი 2”-თან, მორჩა”,- განაცხადა ედემ კაკუტიამ”კვირასთან” საუბარში.
აღნიშნული ვიდეო “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებელმა ტელეფონით გადაიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები