დიდი ბრიტანეთის ელჩი: დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არჩევნები მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაივლის

“დიდი ინტერესით ვაკვირდებით მე და ჩემი კოლეგები საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოში”, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში, ჯასტინ მაქენზი სმიტმა განაცხადა.
ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ამომრჩევლის მაღალი აქტივობა დაფიქსირდება.
„დიდი ინტერესით ვაკვირდებით მე და ჩემი კოლეგები საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოში. ვიცი, რომ ბევრი ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელია საქართველოში და მივესალმები ამ ფაქტს. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არჩევნები მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაივლის. ყველა არჩევნები მნიშვნელოვანია, ამიტომ, ვიმედოვნებთ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივა დღეს არჩევნებზე,“ – განაცხადა ჯასტინ მაქენზი სმიტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები