მამუკა მდინარაძე: ბათუმში “ნაცმოძრაობის” აქტივისტი ურეკავს ზონდერ ჯგუფებს და მათ პროვოკაციისკენ მოუწოდებს

“ბათუმში დაფიქსირდა შემთხვევა, როცა “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი ჯელალ ქიქავა ურეკავს ზონდერ ჯგუფებს და მოუწოდებს მათ ფიზიკური ძალადობისა და პროვოკაციისკენ”, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მდინარაძის განმარტებით, არსებობს შესაბამისი ვიდეომასალაც.
“მიუხედავად ყველასთვის ცნობილი ძალების მცდელობებისა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს. რამდენიმე შემთხვევაზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას. ბათუმში დაფიქსირდა შემთხვევა, როცა “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი ჯელალ ქიქავა ურეკავს ზონდერ ჯგუფებს და მოუწოდებს მათ ფიზიკური ძალადობისა და პროვოკაციისკენ. არსებობს შესაბამისი ვიდეომასალაც. მოგვიანებით, აღნიშნულმა პიროვნებამ ბათუმის მე-9 უბანზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს მხარდამჭერ ქალბატონს, რაზეც ჩვენი ინფორმაციით, უკვე საქმის კურსში ჩააყენეს სამართალდამცავი ორგანოები და ბუნებრივია, ამაზე იქნება გამოძიება და დაველოდებით შედეგებს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები