ირაკლი კობახიძე მეორე ტურის ალბათობას არ გამორიცხავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მეორე ტურის ალბათობას არ გამორიცხავს. თუმცა მისივე თქმით, შესაძლებელია, არჩევნები პირველივე ტურში დასრულდეს.„ქართული ოცნება“ წინასწარ შედეგებზე, კვლევის შედეგებზე საუბრობდა, რომელიც აჩვენებს, რომ ძალიან მაღალი ალბათობაა იმის, რომ საპრეზიდენტო არჩევნები დღესვე დასრულდეს, თუმცა ასევე, არის ალბათობა იმისა, რომ მეორე ტურის ჩატარება საჭირო გახდეს. ყველაფერი დამოკიდებულია ამომრჩევლის აქტივობაზე. ასეთია დღევანდელი სურათი. ჩვენ არჩევნებში რეგულარულად ყოველ მეორე ხმას ვიღებთ. საპარლამენტო არჩევნებში 49 პროცენტი მივიღეთ, თვითმმართველობის არჩევნებში 54 პროცენტი, რაც დემოკრატიულ სისტემაში ნორმალურია, როცა მმართველი პარტია ყოველ მეორე ხმას იღებს ამომრჩევლისგან და ამ შემთხვევაშიც, იმასვე ველოდებით. არსებობს ალბათობა იმისა, რომ შეიძლება, მეორე ტური შედგეს, მაგრამ მაღალია ალბათობა იმის, რომ არჩევნები პირველი ტურში დასრულდეს“, – აღნიშნა კობახიძემ.
ცნობისათვის, პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარი არჩევანი ვაკის ოლქის 53-ე საარჩევნო უბანზე ისაუბრა, სადაც გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები