კახა კალაძე: ხმა მივეცი ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას, სტაბილურობას

“ქართველები ცოტანი ვართ, გვჭირდება კონსოლიდაცია და ერთიანი ძალებით უნდა ვიზრუნოთ, რომ ხვალინდელი საქართველო იყოს უკეთესი”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც შვილთან ერთად, საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა.
„მე ხმა მივეცი ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას, სტაბილურობას. ჩვენ არავის უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ საზოგადოება დაყოს და მიაყენოს შეურაცხყოფა ადამიანებს. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და არ უნდა მოვახდინოთ საზოგადოების ჯგუფებად დაყოფა. ჩვენ ეს ერთხელ ვნახეთ, როგორი მძიმე იყო და არავითარ შემთხვევაში არ უნდა განმეორდეს. ქართველები ცოტანი ვართ, გვჭირდება კონსოლიდაცია და ერთიანი ძალებით უნდა ვიზრუნოთ, რომ ხვალინდელი საქართველო იყოს უკეთესი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები ბოლო არჩევნებია, სადაც ამომრჩეველი პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები