ირაკლი კობახიძე: ხმა მივეცი დემოკრატიას, სტაბილურობას, განვითარებას და ნათელ მომავალს

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ თავისი არჩევანი ვაკის ოლქის N53 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. მისი თქმით, მან ხმა დემოკრატიას, სტაბილურობას, განვითარებას და ნათელ მომავალს მისცა.
“ხმა მივეცი დემოკრატიას, სტაბილურობას, განვითარებას, ნათელ მომავალს. ჩვენ ვნახეთ ამ არჩევნებში, სად იყო საბჭოთა კავშირი და სად იყო ევროპა. ჩვენ, რა თქმა უნდა, არჩევანი ევროპაზე უნდა გავაკეთოთ, ესაა ჩვენი ისტორიული არჩევანი. ჩვენ ვსაუბრობდით კვლევის შედეგებზე, რომელმაც აჩვენა, რომ დიდი შანსია, დღესვე გადაწყდეს ყველაფერი, თუმცა მეორე ტურის ალბათობაც არსებობს. ყველაფერი დამოკიდებულია მოქალაქეების აქტივობაზე”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები